ანჩელოტის მსურველი გამოუჩნდა

60 წლის სპეციალისტი შესაძლოა ბრიტანულ გრანდში ვიხილოთ

კარლო ანჩელოტიმ ნაპოლი დატოვა. იტალიელებმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში გენკი 4:0 დაამარცხეს, გამოცდილი სპეციალისტისთვის კი ნეაპოლელთა ხელმძღვანელის პოსტზე ეს ბოლო მატჩი იყო.

 

ბრიტანული პრესის ცნობით, ანჩელოტიმ შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც ცნობილია, მისით არსენალია დაინტერესებული. არახალია, რომ მეთოფეებმა უნაი ემერი გაათავისუფლეს და დროებით მწვრთნელად ფრედრიკ ლიუნგბერგი დანიშნეს. ამ მომენტისთვის არსენალს 22 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

 

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2009-11 წლებში იგი ჩელსის ხელმძღვანელობდა და გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა.