ტირანოზავრი

ვინსი კარიერას ტორონტოში იწყებდა. დღემდე, ბევრის საყვარელი ტირანოზავრი.

ვინს კარტერმა რეგულარულში ჩატარებული მატჩებით 1 500 დასვა.

ვინსის ატლანტა დამატებით დროში მაიამისთან აგებს და კარტერი იუბილარი გახდა.

ვინს კარტერი ლეგენდაა, რომელიც ამ სეზონის შემდეგ კარიერას დახურავს. ბევრი წლის წინ ვინსი ზედა იარუსებზე იდგა, ჰაეროვან კალათბურთს ყომარობდა. ძველი ვინსი სისხლიანი სლემებით კლავდა.

დღეს, მისტერ კარტერი ნაოჭებში ჩამჯდარი სიბრძნით, კლასით იგებს. ან, აგებს და მას მაინც თავს უხრიან.

კარტერამდე 1 500 თამაში შეაგროვეს ჯონ სტოქტონმა (1 504), დირკ ნოვიცკიმ (1 522), ქარიმ აბდულ-ჯაბარმა (1 560) და რობერტ პერიშმა (1 611).

ეს ბიჭები კალათბურთს ცუდად არ თამაშობდნენ, აზრზე იყვნენ.

რეგულარულის ბოლომდე ვინსი გაასწრებს ჯონს და დირკს. და, მესამეზე ჩამოჯდება. საპატიო ადგილი.

ვინსს რეგულარულში 25 530 ქულა აქვს.

ვინსს კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დამამცირებელი ჩატენვა აქვს შესრულებული. იქ, ოლიმპიადაზე, საფრანგეთთან.

ვინსი კარიერას ტორონტოში იწყებდა. დღემდე, ბევრის საყვარელი ტირანოზავრი.

ვინსი მაიამის დაემშვიდობა.

კარტერს მაიამიში 36 თამაში აქვს ჩატარებული. მესამე შედეგი (ალან ჰიუსტონთან ერთად) პატრიკ იუინგის (37) და პოლ პირსის (42) შემდეგ.

კარტერს მაიამიში 714 ქულა აქვს. მეოთხე შედეგი მაიკლ ჯორდანის (722), იუინგის (754) და პირსის (867) შემდეგ.

კლასიკა.