კლოპი: მერვედფინალში ორი კლუბი არ მინდოდა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიუნხენის ბაიერნთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და ამასთან ის გუნდები დაასახელა, რომელთან შეხვედრაც არ სურდა.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიუნხენის ბაიერნთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და ამასთან ის გუნდები დაასახელა, რომელთან შეხვედრაც არ სურდა.

 

„სიმართლე გითხრათ, მერვედფინალში ორ კლუბთან დაპირისპირება არ მინდოდა. პირველი დორტმუნდის ბორუსია იყო, თუ ჩვენ მათ დასკვნით სტადიაში შევხვდებით ეს ორივე კლუბისთვის შესანიშნავი იქნება.

 

რაც შეეხება მეორე გუნდს, ეს ტურინის იუვენტუსია. ჩემი აზრით, იტალიელები ამ ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან, მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ. შეხედეთ იუვენტუსის ფეხბურთელების ასაკს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუნდის მცველებისთვის ეს ბოლო შანსი იქნება. ამ სეზონში იუვენტუსის დამარცხება წარმოუდგენლად რთული იქნება.

 

სხვა დანარჩენ გუნდებთან დაპირისპირებაში მე პრობლემას ვერ ვხედავდი, საბოლოოდ კი მიუნხენის ბაიერნი მივიღეთ. ვფიქრობთ წილისყრის შედეგი ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგია. რეკორდმაისტერს ჩვენ 1 წლის წინ წინასასეზონო ტურნირში დავუპირისპირდით, არ ვარ დარწმუნებული, რომ მაში ლივერპულიდან თან ბევრი ქომაგი გვახლდა, თუმცა ახლა აუცილებლად უნდა წამოვიდნენ, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა“.-თქვა მერსისაიდელთა 51 წლის სპეციალისტმა.

 

ენფილდი ლივერპულისა და ბაიერნის მატჩს 20 თებერვალს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი ალიანს არენაზე 14 მარტს შედგება.