სამტრედია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

იმერლები კვლავ უძლიერესთა შორის იასპარეზებენ

1 წლიანი შესვენების შემდეგ, სამტრედია კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ, სადაც კაჭარავას გუნდმა სიონთან 0:0 ითამაშა, იმერლებმა მეტოქე საკუთარ კედლებში 4:1 დაამარცხეს.

 

უპირატესობას თითქმის მთელი მატჩი სამტრედიელები ფლობდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო გურამ სამუშია, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ასევე მშვენიერი მატჩი ჩაატარა ნიჯატ ყურბანოვმა, მე-17 ნომრის ანგარიშზე 2 შეგდებული ბურთია, 1 გოლით კი თავი ვარლამ კილასონიამ გამოიჩინა.

 

რამდენიმე სახიფათო მომენტი ბოლნისელებმაც შექმნეს, რამაც შედეგი მატჩის ბოლოს გამოიღო. სამტრედიელთა მოდუნებით ჯაბა უგულავამ ისარგებლა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.

 

სამტრედია 4:1 სიონი

 

გოლები: კილასონია (32), ყურბანოვი (38; 71), სამუშია (64), უგულავა (77).