ორმაგი სენდვიჩი

ჰარდენი მომთმენი გახდა. 

ჯეიმს ჰარდენს ერთი-ერთზე თითქმის ვერავინ ვერ აჩერებს. იზოლაციაში ჰარდენი პირველია. დატოვეთ ჯეიმსი ნებისმიერ დამცველთან და ჰიუსტონის ბოსი მას მოკლავს.

ყველაზე ნაკლები იარით ჰარდენთან ცეკვას კავაი ლეონარდი ამთავრებს. და უსისხლო ლეონარდიც იღლება.

დენვერთან თამაშში, რომელიც ნაგეთსმა 105:95 მოიგო, ჰარდენზე ზეწოლა პირველი წამებიდან დაიწყო.

ჯეიმსზე თითქმის ყველა ეპიზოდში ორმაგი დაცვა ადიოდა და დენვერი არ რისკავდა. ჰარდენისთვის თავისუფლების მიცემას, ნაგეთსმა სხვებისთვის დერეფნების გახსნა ამჯობინა. სარისკო, მაგრამ გამართლებული სვლა.

ნებისმიერი მწვრთნელი თანახმაა, რომ თავისუფალი ჰარდენი თავისუფალმა ბენ მაკლემორმა ან პი ჯეი ტაკერმა შეცვალოს. ორივემ გააუმჯობესა ზუსტი სროლების პროცენტი. ტაკერმა ამ სეზონში სამიანების 44 % გამოიყენა. 51 % - კუთხეებიდან. მაკლემორიც უმატებს და იმ შეხვედრის შემდეგ, ოსტინ რივერსმა 40 სამიანიდან 14 ზუსტად შეასრულა. მაგრამ ჰარდენი სხვა დონეა.

როდესაც ჰიუსტონი შარშან კრის პოლით გიძაბავდა, ჰარდენზე მეორე დამცველის ასვლა კარგ მსროლელ კრისს მეტ სივრცეს უტოვებდა. პოლი შეცვალა რასელ უესთბრუქმა და პერიმეტრზე მისი დატოვება არ არის სარისკო. რასი არასტაბილურია.

დენვერთან თამაშის შემდეგ, ჰიუსტონის დანარჩენმა დაბლებმა გაპრესილი ჰარდენისგან ამოტანილი ბურთით, 21 სამიანიდან 15 ზუსტად შეასრულეს. კლასიკა.  

ჰარდენი მომთმენი გახდა. შარშან, ჯეიმსი ნერვებზე ითხრებოდა და მზად იყო 10-11 მეტრიდან სროლისთვის.

ეს ჰარდენი არ ჩქარობს, ელოდება ხელსაყრელ მომენტს. და - გადადის შეტევაზე. ჯეიმსი ყველაზე სწრაფად ამოდის ხაფანგებიდან. ჯეიმსს ვერ დაასენდვიჩებ. ის ზედმეტად ჭკვიანია.

ჰიუსტონი ალბათ, დასავლეთის პირველ ოთხ გუნდში შევა. და, ჰარდენი დასვენებული უნდა იყოს.