ატალანტა პლეიოფშია - ბერგამოს ქუჩებში ზეიმია (+ ვიდეო)

ატალანტას გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის წარმატება მხურვალედ აღნიშნეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში დონეცკის შახტარმა ატალანტას უმასპინძლა. მატჩი ბერგამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

 

აღნიშნული შეხვედრა იტალიური კლუბისთვის ისტორიული გამოდგა - ატალანტამ პლეიოფის საგზური პირველად მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა დააგროვა, რაც ჯგუფური ეტაპის გადასალახად საკმარისი აღმოჩნდა.

 

გულშემატკივრებმა ეს წარმატება მხურვალედ აღნიშნეს - ფანებმა ბერგამოს ქუჩებში ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ატალანტა ჩემპიონთა ლიგაში პირველად ასპარეზობს. ბერგამოელებმა უცნაური შედეგი დააფიქსირეს - მათ ჯგუფური ეტაპის საწყისი 3 შეხვედრა წააგეს, თუმცა პლეიოფის საგზური მაინც მოიპოვეს. მსგავსი ფაქტი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.