ჩემპიონთა ლიგაში ახალი ისტორია დაიწერა...

გოლიათები სრული სვლით წინ...

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 1/8 ფინალში მხოლოდ დიდი ხუთეულის გუნდები გავიდნენ. 

 

ინგლისიდან: ლივერპული, მანჩესტერი, ტოტენჰემი და ჩელსი

 

ესპანეთიდან: ბარსელონა, ვალენსია, რეალი და ატლეტიკო

 

გერმანიიდან: ბაიერნი, დორტმუნდი და ლაიფციგი

 

იტალიიდან: ატალანტა, ნაპოლი და იუვენტუსი

 

საფრანგეთიდან:  ლიონი და პსჟ

 

ისეთი გუნდი, რომელიც დიდ ხუთეულში არ არის და უკანასკნელმა დაკარგა პლეი ოფ-ში გასვლის შანსი, შახტარი იყო, რომელმაც სახლში ატალანტასთან 0:3 წააგო. 

 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება...