დი ბა ლა

სკამიდან გაკეთებული საგოლე პასები


ბუქმეიკერებიდან დაწყებული ქომაგით დამთავრებული, წუხელ ლევერკუზენი-იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში ფავორიტად ყველა მასპინძლებს მიიჩნევდა. ლოგიკურიც იყო: ტურინელებს მერვედფინალი განაღდებული ჰქონდათ, ლევერკუზენს ქულები სჭირდებოდათ. თანაც იუვე სერია A-ში ლიდერობას დაშორდა და საფიქრალი იყო, რომ მწვრთნელი ძირთად შემადგენლობას დაასვენებდა. 

სარიმ შერეული ვარიანტი ირჩია. არგენტინელი პაოლო დიბალა სკამზე დასვა. მას მხოლოდ 66 წუთიდან მისცა მატჩში ჩართვის საშუალება და მანაც თამაში გაუკეთა - ორი საგოლე გადაცემა განახორციელა და პროგნოზები თავდაყირა დააყენა... ამ ორი გოლიდან ერთი კი კრიშტიანუ რონლდუმ გაიტანა... 
აქმდეც ბევრჯერ უთქვამთ და  ვერსიით, რონალდუს და დიბალას ცუდი ურთიერთობა არ აქვთ. მაგრამ...

 

Tuttosport წერს, რომ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას მომავალი სეზონიდან გუნდის გადახალისება განუზრახავს და დიბალას გაყიდვა ერთობ სარფიან გადაწყვეტილებად მოუჩანს. კერძოდ, თუ არგენტინელის გაყიდვიდან შემოსულ ფულს კიდევ დაამატებენ, რამდენიმე კარგ ფეხბურთელს იყიდიან, მაგალიტად ფრედერიკო კიეზასა და მოჰამედ სალაჰს... არადა, თავად დიბალა სხვას ამბობდა:

„ბედნიერი ვარ. ეროვნულ გუნდში ლიონელ მესის, იუვენტუსში კი კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ რომ ვთამაშობ. ბევრი დაიკვეხნის, რომ თანამედროვეობის ორ უდიდეს ფეხბურთელთან უთამაშია?!“ 

მაგრამ რას ფიქრობს დღეს, არავინ იცის. კრიშტიანუ ხელშეუხებელია თავდასხმაში. მართალია ის  34 წლის არის, მაგრამ, დაგვეთანხმებით, ძველებურად ბრწყინავს. 


 

გასულ სეზონში უფრო ხშირად „ქალბატონი“ 4-3-3 სისტემით თამაშობდა. 10 ნომერმა, ამ შემთხვევაში, დიბალამ, ცოტა შიცვალა ფუნქცია. ის აღარ იყო თავდამსხმელებს უკან მყოფი კლასიკური „ათიანი“, ან მეორე შემტევი. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რონალდუსთვის მაქსიმალურად გაეთავისუფლებინა სივრცრე და მიეცა საშუალება ემოქმედა ისე, როგორც მოუნდებოდა.

ამ ყველაფერმა დიბალა კიდევ უფრო ჩრდილში მოაქცია. საჯარიმოების შესრულების უფლებაც პორტუგალიელს დაუთმო. არადა, არგენტინელი ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ბრილიანტია და მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ნამდვილად დანაშაულის ტოლფასია.

მაშ, არც გაგვიკვირდეს, ან ზამთარში ან ზაფხულში, ბრწყინვალე ტალანტი ახალ კლუბში ვიხილოთ...