კვირკველია - 100

საბას შესახებ ლოკომოტივის ფეისბუქ გვერდმა დაწერა

ჩემპიონთა ლიგაში, მადრიდში, ატლეტიკოს წინააღმდეგ, სადაც ლოკომოტივი 0:2 დამარცხდა, საიუბილეო შეხვედრა სოლომონ კვირკველიასთვის გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსული კლუბის რიგებში მეასე შეხვედრა ჩაატარა, რაც მას გუნდის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმაც მიულოცა. 

 

ამჟამად, ქართველ ფეხბურთელს ლოკომოტივში პრობლემები აქვს. საქმე იმაშია, რომ კვირკველია ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ზის და ატლეტიკოსთან შეხვედრამდე, ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს ზუსტად 1 წლის წინ, შალკეს წინააღმდეგ ითამაშა.