ჩელენჯ კაპზე რვა ძირითადშია

ბრივი შინ ითამაშებს, ენისეი სტუმრად

ჩელენჯ კაპის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეორე წრე იწყება. ქართველ მორაგბეთა ფრანგული გუნდი ბრივი შინ ითამაშებს იტალიურ ზებრესთან. ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე ძირითად შემადგენლობაში არიან. ოთარ გიორგაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. ბრივი ხუთი ქულით მესამე ადგილზეა და ზებრეს ერთი ქულით ჩამორჩება.

 

გაცილებით რთული მდგომარეობა აქვს კრასნოიარსკის ენისეის, რომელმაც ყველა თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება ფრანგულ კასტრს. ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სუხაშვილი, დავით კაჭარავა და დავით მესხი ძირითად შემადგენლობაში არიან.