გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპა ლიგაში ითამაშა!

ჩაკვეტაძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა

ევროპა ლიგის ბოლო ტურში, სადაც გენტი აუტსაიდერ ოლექსანდრიას დაუხვდა, ბოლო 20 წუთი მინდორზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაატარა. 

 

ამ შეხვედრის მოგება მასპინძლებს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ. 

 

მატჩის 73-ე წუთზე, მოედანზე ჩაკვეტაძე მაშინ გამოჩნდა, როდესაც გენტი უკვე 2:1-ს იგებდა. ამის შემდეგ, გიორგიმ ბურთი რამდენჯერმე მიიღო, თუმცა მეტოქის კართან მომენტი არ შეუქმნია. არა მხოლოდ მას, ამ დროის განმავლობაში, რეალურ საგოლე ეპიზოდამდე თამაშში საქმე არ მისულა. ეს ევრიტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძის პირველი მატჩი იყო.

 

დამატებითი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მოედანზე გიორგი ქვილითაიაც ვიხილეთ, თუმცა, არ არის გასაკვირი, რომ მან ამ დროში ვერაფერი მოასწრო...

 

სასიხარულოა, რომ ჩაკვეტაძე ნელ-ნელა იტვირთება და, იმედია, თამაშს სრული დატვრთვით მალე შეძლებს...