რონალდუ: მირჩევნია, რეალს ფინალში შევხვდე...

რატომ ფინალში?

რეალის ლეგენდამ და ამჟამად იუვენტუსის შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ ბლანკოსთან შეხვედრას ფინალში თუ ისურვებდა. 

 


ჯგუფებში ადგილები ისე გადაინაწილეს, რომ რეალი A ჯგუფში მეორე იყო, იუვენტუსი D-ში კი პირველი. მათი შეხვედრის ალბათობა საკმაოდ მაღალია

 


"მადრიდში კიდევ ერთხელ ჩასვლა ძალიან მომხიბლავია, თუმცა, მათთან თამაშოს მოგვიანებით ვარჩევდი, მაგალითად - ფინალში"

 


პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იგუაინთან და დიბალასთან თამაშით ბედნიერია

 


"ერთად ბევრი თავშესაქცევი გვაქვს, მე ხომ გვერდზე დიბალა და იგუაინი მყავს. გასაგებია, რომ შემადგენლობა მშვენიერი გვყავს.

 


რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ნათელია, რომ როცა მინდორზე ერთად ვართ, საქმე ბევრად უკეთ მიგვდის," - თქვა რონალდუმ