მაგარი კაპიტანი

ბრინჯაოს მედალი რიოს ოლიმპიადაზე და ვერცხლი - ბათუმში, ევროპაზე.

ირაკლი თურმანიძე დღეს 35 წლის გახდა.

საქართველოს ძალოსნობის ნაკრების კაპიტანი. იმ ნაკრებში ერთი გოლიათი ყველაფერს იგებს და იმ ნაკრების კაპიტანი არის ეს კარგი კაცი.

იკაზე წინა წერილშიც გავიხსენე თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი (2015), როდესაც თურმანიძემ საქართველოს, საკუთარ თავს და ქართულ სპორტს, საზოგადოებას ოქროს მედალი აჩუქა. მაგარი იყო.

სიამაყე. ლტოლვა. განცდა. კიდევ უფრო დიდი სიამაყე.

კაპიტანმა მოსაგები მოიგო და ჩემპიონატი ხოშიანად დაიხურა.

ჩემი მეორე გამოცდილება ძალოსნობასთან და ჩემი პირვველი სიხარული აქ, თბილისში. ტურნირზე, რომლის დროს საორგანიზაციო საკითხებში ჩამრთეს და ეს სასიამოვნო, საინტერესო იყო.

თურმანიძემ ვეღარ მოიგო ოქრო დიდ საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ეს გასაგებია. იკას წონაში არის ის, ერთადერთი. და, იკა მაინც წარმატებულია.

ბრინჯაოს მედალი რიოს ოლიმპიადაზე და ვერცხლი - ბათუმში, ევროპაზე.

თურმანიძე ასკდებოდა ტრავმებს, თურმანიძე ასკდებოდა კრიტიკას და ნაკრების კაპიტანი ყოველთვის პოზიტიური, სამაგალითოდ მეგობრული და, უბრალოდ, ძალიან კარგი იყო.

ირაკლის განსაკუთრებული დღე აქვს. და, ჩვენ - განსაკუთრებული კაპიტანი გვყავს.

მიდი, იკა, შეუბერე!