წლის სიმბოლური, 11+1

ჩვენი საიტი თითქმის რეგულარულად გთავაზობდათ ეროვნული ლიგა 2–ის ტურის მიმოხილვებს, გამორჩეულ ამბებს, სტატისტიკას, საუკეთესო გოლებს... ამჯერად სიმბოლური ნაკრები Leadersport–ის ვერსიით.

აქ გავითალისწინეთ გადასასვლელი ფლეი–ოფები, გუნდების მიერ დაკავებული ადგილები და რაც მთავარია, თავად ფეხბურთელის მონაგარი. ოღონდ, ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა და ტაბლო არაა. რომელი ფეხბურთელი რა გავლენას ახდენდა ამა თუ იმ თამაშზე... რამდენიმე ფეხბურთელზე დავა შეიძლება. აზრი აზრია და ბუნებრივია, ძნელია ვინმეს შეუცვალო.

 

11 ფეხბურთელიდან 5 მერანელია. რა გასაკვირია, გუნდმა დიდი ჰანდიკაპით მოიგო ჩემპიონატი. სიმბოლურში გვყავს მოთამეშეები, რომლებიც ორ სხვადასხვა გუნდში იყვნენ. სამნი შევარდენში იყვნენ – იქაც დიდ როლს ასრულებდნენ და სადაც გადავიდნენ, იქაც დაატყვეს ხელი...

 

ისე კი, 2018 წელს გაცილებით კარგი ლიგა 2 იყო. ბათუმის დინამო, ვიტ ჯორჯია, ძლიერი გაგრა... მარტვილის მერანი და წყალტუბოს სამგურალიც უკეთესი გუნდები იყვნენ, ვიდრე წლეულს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფნი.    

 

მეკარე

 

კონსტანტინე სეფიაშვილი (სამტრედია)

 

მცველები

 

დაჩი ფოფხაძე (მერანი)


ბუბუ პატარკაციშვილი (შევარდენი/გაგრა)


ილია ბერიაშვილი (თელავი)

 

ნახევარმცველები 

 

გიორგი კახელიშვილი (მერანი)


ბექა ვარშანიძე (შევარდენი/ თელავი)


ავთო ენდელაძე (სამტრედია)


რევაზ გეწაძე (მერანი)

 

თავდამსხმელები

 

იაგო დეისაძე (მერანი)


ირაკლი რუხაძე (თელავი)


გიორგი ნიქაბაძე (მერანი)

 

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი ივანიაძე (შევარდენი/სამტრედია)

 

 მიშიკო კანკიას ფოტო