კლოპი 2024

ლივერპულის მოსალოდნელი კონტრაქტი

რა გასაკვირია: პრემიერლიგის დაუმარცხებელმა ლიდერმა ლივერპულმა გერმანელ მწვრთნელ იურგენ კლოპს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუგრძელა. 

კლოპი მერსისაიდული კლუბის თავკაცად 2015 წელს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდის პროგრესი თვალსაჩინოა - კლოპის ლივერპულმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების მარაქაში დაიბრუნა ადგილი; კლოპის ლივერპულმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა; ითამაშა ლიგის ფინალში; შარსანდელი პრემიერლიგა სარეკორდო 96 ქულითა დაამთავრა, მაგრამ საჩემპიონოდ ამან არ იკმარა; წლეულს კი ერთადერთი ფრე აქვს ნათამაშევი, დანარჩენი 15 მატჩი მოგებული. 

ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ არაფერს იტყობინებიან, თუმც ვეჭვობთ, პირობებიც მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული.