ტუხელი: გულშემატკივრების აღშფოთება მესმის

პსჟ-ს თავკაცი: რაბიოს პსჟ-სთან ერთად გეგმები აღარ აქვს

 

პსჟ-ს თავკაცმა ტომას ტუხელმა ადირენ რაბიოს მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თავშეკავებასა და ამაზე კლუბის გულშემატკივრების რეაქციასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა.

 

რაბიოს პსჟ-სთან ერთად გეგმები აღარ აქვს. კლუბის გადაწყვეტილებას ვხვდები და ასევე გულშემატკივრის აღშფოთებაც მესმის“.-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.


18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბარსელონას პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და კატალონიურ გრანდს 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ამის შემდეგ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ ადრიენს დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა. პარი სენ-ჟერმენის ქომაგებმა ბოლო მატჩში ბანერი შემდეგი წარწერით გამოფინეს: „პსჟ-ს რაბიო არ სჭირდება“.

 

ზაფხულიდან მოყოლებული, არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ნახევარმცველს კლუბის დატოვება სურდა და მის სახელს ბლაუგრანას გარდა ტურინის იუვენტუსს, მანჩესტერ სიტის, ლონდონის არსენალსა და ლივერპულსაც უკავშირებდნენ.

 

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია, მას ძირითადი გუნდის რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული 227 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 24 გოლია. რაბიომ პსჟ-სთან ერთად 5-ჯერ ლიგა 1, 4-ჯერ საფრანგეთის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასი მოიგო.