ოსაკამ სერენაზე ისაუბრა

იაპონელმა ჩოგბურთელმა ამერიკელმზე ისაუბრა

ნაომი ისაკამ სერენა უილიამსზე ისაუბრა.

 

"სერენას ჩამოწერა სისულელეა. მან US Open-ისა და უილბლდონის ფინალში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მან ნაკლები ტურნირი ითამაშა, ის მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო ჩოგბურთელში შედის. სერენას ახლანდელ კონდიციებთან შედარება არ ღირს, რადგან მას არასათანადოდ აფასებენ.

 

ჩემი აზრით, მისი ჩამოწერა არ შეიძლება. რომ არა სერენა და ვინუსი, ჩოგბურთის თამაშს არც დავიწყებდი. მათ თამაშებს ბავშვობაში ვუყურებდი, სწორედ ამიტომ დავიწყე ვარჯიში.

 

ბოლო დროს რამდენიმე წარმატებული ქალი ჩოგბურთელი გამოჩნდა. თითოეული მათგანი ხარისხიან თამაშს აჩვენებს. სამომავლოდ, რეიტინგის ლიდერობის დაბრუნება მსურს, მაგრამ პირველობას ეშლი ბარტი ჩემზე მეტად იმსახურებს", - თქვა ოსაკამ.