ვასილ ლობჟანიძის ორი ლელო

24 ქულიდან 19 ქართველებისაა

ჩელენჯ კაპის გათამაშების ჯგუფური ტურნირის მეოთხე ტურის მატჩში ქართველი მორაგბეების ფრანგულმა ბრივმა შინ მიიღი იტალიური ზებრე და 24:10 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ მე-19 და 45-ე წუთზე ორი ლელო გაიტანა. ერთი საჯარიმო და სამი გარდასახვა კი, ბროჯღალოსნების მგეზავის თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მან სრულად ითამაშა და ბოლო 20 წუთის განმავლობაში ფულბეკის პოზიციაზე მოუწია ასპარეზობამ.

 

თავიდან ბოლომდე ითამაშა შერკინების ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემაც. ლობჟანიძე 57-ე წუთზე შეცვალეს. ოთარ გიორგაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.