მეცის ქართველი: ეს მხოლოდ დასაწყისია

რამდენიმე დღის წინ გვეწერა 19 წლის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც საფრანგეთის ლიგა1-ში ითამაშა. მიქაუტაძე მეცის დუბლებში გამოირჩეოდა (5 გოლი გაიტანა), რაც დაუფასეს და მთავარ გუნდში დააწინაურეს.

დიდი შანსია, დღეს მარსელის წინააღმდეგაც ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, განაცხადში იქნება.

 

მიქაუტაძემ პროფესიული კონტრაქტი გააფორმა 2023 წლის ივნისამდე. უკვე ვწერდით, რომ საფრანგეთის მოქალაქეა.

 

გიორგი ლიონში დაიბადა, ბავშვობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, მათ შორის, ლიონის აკადემია.

 

„ძალიან გახარებული ვარ, რომ მეცთან კონტრაქტი გავაფორმე. ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრი უნდა ვიშრომო, რათა ეს მაისურა რაც შეიძლება ხშირად მეცვას“.