ბელერინს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შემოელანძღა

არსენალის ესპანელმა მცველმა ექტორ ბელერინმა თამაშს მოუკლო, მაგრამ სოციალურ ქსელებში არასაფეხბურთო პოსტებს უმატა. 

ამჯერად პოლიტიკაში გადაერთო და ბრიტანელებს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულ პარტიას ხმა არ მისცეთო. ამ პარტიის წევრი კი ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია.

 

„ახალგაზრდა თაობას მთელ მსოფლიოში აქვს მომავალი. ყველა ბრიტანეს აქვს შანსი, სამომავლოდ რამე შეცვალოს. წადი შენი, ბორის! ყველანი ხმის მისაცემად!“ - დაწერა ბელერინმა Twitter-ზე.

 

ისე, ამ დროისთვის სწორედ ჯონსონის პარტია ლიდერობს.