პსჟ-ს ვანდა აშინებს

ფრანგებს იკარდის გამოსყიდვა სურთ

პსჟ-ს ხელმძღვანელობას ზამთარში მაურო იკარდის ინტერიდან გამოსყიდვა სურს. ფრანგული გუნდი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ ნერაძურის 70 მილიონი ევრო გადაუხადოს. ლიგა 1-ის ჩემპიონები ფიქრობენ, რომ მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ფეხბურთელის მეუღლე და ამავდროულად აგენტი ვანდა ნარა იქნება.

 

მას შემდეგ, რაც იკარდი პსჟ-ს იდეალურად მოერგო, ფეხბურთელის ცოლს სურს ყველა ის წინადადება განიხილოს, რომელიც მის ქმართან იქნება დაკავშირებული და სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში პარიზი დატოვოს.

 

შეგახსენებთ, რომ იკარდი პსჟ-ში ამ ზაფხულს 1 წლიანი იჯარით გადავიდა. მილანურ კლუბში მისი ანაზღაურება 5.5 მილიონი ევრო იყო, ფრანგები კი 10 მილიონს უხდიან. პსჟ-ს მაისურით იკარდიმ 15 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

 

გეტყვით იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე წელია მისდამი დიდი ინტერესია. არგენტინელის სახელი რეალს, ჩელსის, მანჩესტერს და იუვენტუსს დაუკავშირეს.