ლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსი მოიგო (ვიდეო)

ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში თანამემამულე დაამარცხა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ჩინეთში ცინდაოს მასტერსზე 90 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. 19 წლის სპორტსმენმა ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ შერაზადაშვილმა შარშან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 

 

ჩინეთში გამგზავრებამდე ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, თუმცა სტატუსი მალევე წაშალა.  

 

აქვე გეტყვით, რომ 100 გკ წონით კატეგორიაში დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს. მისი მეტოქე რუსი არმან ადამიანი იქნება