ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

3 მედალი ჩინეთიდან

ჩინეთში, კერძოდ ცინდაოს ძიუდოისტთა მასტერსზე, ვარლამ ლიპარტელიანმა 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რუსი არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ცინდაოს მასტერსზე 3 მედალი მოიპოვეს, 1 ოქროსი და 2 ბრინჯაოსი. ლიპარტელიანის მსგავსად ცინდაოს ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). რაც შეეხება ოქროს მედალს, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველობა არავის დაუთმო.