კონტე განრისხებულია - იტალიელმა პრესკონფერენცია ჩაშალა

იტალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებმა გაანაწყენეს

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ფიორენტინა ინტერს მასპინძლობს. მილანელთა თავკაცმა, ანტონიო კონტემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გააუქმა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტები პრესცენტრის ოთახში უკვე შეკრებილიყვნენ.

 

აღნიშნული ფაქტის გამო ინტერმა განცხადება გაავრცელა. იქ აღნიშნულია, რომ იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ბოლო ნომერი ჩემპიონთა ლიგიდან მილანური კლუბის გამოვარდნას მიეძღვნა. კლუბის აზრით, ტექსტის შინაარსი ანტონიო კონტეს მიმართ შეურაცხმყოფელი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ მილანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფური ეტაპის ბარიერის ვერ დაძლია. მე-6 ტურის დასკვნით, გადამწყვეტ შეხვედრაში ინტერი შინ, სან სიროზე, გადახალისებულ ბარსელონასთან დამარცხდა. ამან იტალიელ გულშემატკივართა რიგებში უკმაყოფილება გამოიწვია. კონტეს შეგირდებმა 7 ქულა მოაგროვეს და მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაში გადავიდნენ.