ანორთოსისი აპოლონმა გააჩერა

ქეცბაიას გუნდმა ამ სეზონში პირველად წააგო 

კვიპროსის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა, რომელიც აპოლონს ესტუმრა და 0:2 წააგო. ანგარიში 52-ე წუთზე პაპულისმა გახსნა, 83-ზე კი ზელაიამ გამოიჩინა თავი.

 

ანორთოსისის რიგებში კაჭარავა, ლორია და ოქრიაშვილი ძირითადში იყვნენ, დაუშვილი კი თამაშში 56-ე წუთზე სწორედ ნიკას ნაცვლად ჩაერთო, 70-ე წუთზე კი ოქრიაშვილიც შეცვალეს.

 

ქართველების გუნდს ამ მომენტისთვის 27 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ანორთოსისი ენოსისის წინააღმდეგ ჩაატარებს.