ლამპარდი: ამ წარუმატებლობის გამართლება არ მსურს

ჩელსი ბორნმუტთან დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ჩელსიმ ბორნმუთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი ბორნმუთის ნახევარმცველი, დენ გოსლინგი გახდა.

 

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

 

"დაღლილობით ამ წარუმატებლობის გამართლება არ მსურს. საქმე იმაშია, რომ როდესაც კარგად ორგანიზებული დაცვითი სტილის გუნდებს ვეთამაშებით, მეტოქის კართან მისასვლელი გზის პოვნა გვიჭირს. რთულია ისეთ მოწინააღმდეგესთან თამაში, რომელიც ღრმად დაცვაში იმყოფება.

 

ჩვენ გაცილებით უფრო სწრაფები და ინტენსიურები უნდა ვიყოთ. ზედმეტად ფრთხილად ვმოქმედებთ. ჩემი აზრით, ეს არ არის შიში, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ სათანადოდ კარგად არ გამოვიყურებით.

 

რიგითი ფანი რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, რომ მეტისმეტად ნელა ვმოქმედებთ. გულშემატკივრებს ასეთი დამოკიდებულების გამო ვერ დავადანაშაულებ. პასუხისმგებლობის ნაწილი ფეხბურთელებს ეკისრებათ. მათ ისე უნდა ითამაშონ, რომ გულშემატკივრებს ასიამოვნონ", - თქვა ლამპარდმა.

 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 7 მატჩში ლამპარდის შეგირდებმა 4-ჯერ წააგეს. ლონდონელებმა მანჩესტერ სიტისთან (2:1), უესთ ჰემთან (0:1); ევერტონთან (3:1) და უკვე ბორნმუტთან წააგეს.

 

17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩელსი 29 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.