დე კუბერტენის მანიფესტი აუქციონზე იქნა გატანილი

საწყისი ფასი - 500 000 ამერიკული დოლარი

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დამაარსებლის - პიერ დე კუბერტენის მიერ შედგენილი მანიფესტი აუქციონზე იქნა გატანილი. Sotheby-ის სააუქციონო სახლის პრეს-სამსახური იუწყება, რომ რელიქვიის საწყისი ფასი 500 000 ამერიკული დოლარი იქნება. აუქციონი 18 დეკემბერს დაიწყება.

 

აღნიშნული მანიფესტი კუბერტენმა 1889 წელს შექმნა. მასში თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პრინციპები არის აღწერილი.

 

 

ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწე ოლიმპიადის აღორძინების მთავარი ფუძემდებელია. გარდა ამისა, მან ფიცი, ოლიმპიური ემბლემა და ცნობილი ლოზუნგი - "სწრაფად, მაღლა, ძლიერად" შექმნა.

 

დღეს მის პატივსაცემად სპეციალური ჯილდო არსებობს, რომელსაც მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი ღირსებისა და ოლიმპიური სულის სიმტკიცის გამო დამსახურებულ პირებს გადასცემს.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს ათენში ჩატარდა.