მარადონა: თუ იყვირებთ, გავა...მ (+video)

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურიგებს ბავშვებს ავტოგრაფებს დიდი დიეგო მარადონა. ეს იმ დროს, როცა მექსიკურ გუნდ დორადოსს წვრთნიდა.

 დიეგო თან ავტოგრაფებს არიგებს, თან უცენზური სიტყვასაც ამბობს...

 

“მომისმინეთ, რასაც გეტყვით. თუ იყვირებთ „დიეგო, დიეგო“-ს, წავალ. გავა...მ. გაიგეთ? პატივს გცემთ და ვითხოვ, რომ თქვენც პატივი მცეთ. მეტს აღარ გაგაფრთხილებთ. წავალ. ეს ჩემთვის პრობლემა არაა“.

 

სოციალურ ქსელებში მეტწილად უარყოფითი კომენტარებია.

 

„რას კადრულობს ეს ცხიმის გროვა...“,  „როგორ ელაპარაკება ბავშვებს ამხელა სპორტსმენი. სულ მეჯავრებოდა“ და ასე შემდეგ.

 

როგორც იცით, მარადონა ამჟამად არგენტინის ხიმნასია დე ესგრიმას წვრთნის.