რა სჭირდება ფელიქსს საუკეთესო რომ გახდეს?

გახდება ფელიქსი სუპერ ვარსკვლავი?

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოს 126 მილიონი ევრო დაუჯდა, ეს კი მადრიდული კლუბისთვის რეკორდული ტრანსფერია. პორტუგალიელმა გუნდს კრეატივი აშკარად შესძინა, თუმცა რა სჭირდება იმისთვის რომ  სუპერ ვარსკვლავი გახდეს? ამაზე მისმა თანაგუნდელმა ალვარო მორატამ ისაუბრა

 

„ვფიქრობ, რომ ის ახლაც დიდებული ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, ფოკუსირებული, თამაშში მუდმივად ჩართული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, წნეხი მასზე არ მოქმედებს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუ ამ სპორტისთვის მაქსიმუმს გააკეთებს,“

 

ოსასუნასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ის დიეგო სიმეონემ გამოარჩია

 

ოსასუნასთან გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ. მუდამ ბოლომდე ვიბრძვით, თუმცა ამას ყველა შემთხვევაში გამარჯვება არ მოჰყვება. მაგალითისთვის ტურინში იუვენტუსთან შეხვედრა ავიღოთ, მშვენივრად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. ეგ არაფერი, რაც არ უნდა იყოს, მთავარ მიზანს მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფ-ში გავედით...

 

ფელიქსი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას მეტოქის დაცვის გარღვევა და ჩვენთვის მომენტების შექმნა შეუძლია. ამას რეგულარულად აკეთებს. ჩემთვის მთავარია, რომ მას დარჩენილ შეხვედრებში ენერგია ჰქონდეს და არ გამოიფიტოს. მან შეხვედრაში ძალების გადანაწილება უნდა ისწავლოს, რადგან, ზოგადად, მატჩის ბოლოსკენ გოლის გატანის მეტი შანსი გვექმნება,“ - თქვა სიმეონემ.

 

ფელიქსმა ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.