რუგანი ბარსელონასაც მოუნდა

ბალუგრანამ სამიზნე ბებერი ქალბატონიდან აარჩია

არაერთხელ დაიწერა, რომ ბარსელონას დაცვის გაძლიერება სურს. სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი ტრავმირებულები არიან, ხერარდ პიკე იდეალური ფორმისგან შორსაა და ბლაუგრანას შეფობასაც მცველის დამატება უნდა.

 

ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ კატალონიელთა ახალი სამიზნე დანიელე რუგანი გახლავთ. იუვენტუსის მცველი გუნდის დატოვებაზე წესით თავადაც უნდა ფიქრობდეს, რადგან დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. სერია ა-ს მიმდინარე გათმაშებაში რუგანიმ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ იტალიელი მცველისადმი ინტერესს ლონდონის ჩელსიც იჩენს.

 

რაც შეეხება ბარსელონას, ტურინელთა მცველის გარდა ესპანელებს ანდრეას კრისტიანსენის, ვინსენ კომპანისა და კრისტიან ერიკსენის შეძენაც სურთ.