როისი მსაჯობაზე: ეს ცირკია...

დორტმუნდის კაპიტანმა მარკო როისმა გერმანული ბუნდესლიგის გასულ ტურში მაინცთან გოლი გაიტანა, მთლიანობაშიც მაგრად ითამაშა, მაგრამ მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო...

 მიზეზი მსაჯ ბენიამინ კორტუსის მოქმედებაა, რომელმაც 0:0-ზე, მე-15 წუთზე პენალტი არ დანიშნა მაინცის კარში. იმ მომენტში მცველმა იერი იუსტემ ხელით ითამაშა. მსაჯმა VAR -ი გამოიყენა, მაგრამ მაინც არ შეცვალა გადაწყვეტილება.

 

31-ე წუთზე როისმა მაინც გაიტანა და დორტმუნდმაც 4:0 მოიგო, მაგრამ კაპიტანმა მსაჯი გააკრიტიკა:

 

„არბიტრმა მითხრა, ხელით თამაში იყო, მაგრამ პენალტს არ დავნიშნავო... ვერ გავიგე მისი ფრაზა. დიდხანს ვფიქრობდი და ვერ მივხვდი. მცველმა ხელით ითამაშა, თურმე მსაჯსაც დაუნახავს. ეს პენალტია, მაგრამ... ყველაფერი ცირკს ჰგავს“.