ალეკო ამისულაშვილს მამა გარდაეცვალა

გარდაიცვალა გია ამისულაშვილი - საფეხბურთო კლუბ თელავის ერთ-ერთი დამფუძნებელისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, ალეკო ამისულაშვილის მამა. 

გია ამისულაშვილს თელავში დიდ  პატივს სცემდნენ.

 

მისი დამსახურებაც არის, რომ კახეთის ყველაზე დიდ ქალაქში ფეხბურთი ახლიდან დაიბადა: 2016 წელს კლუბი დაარსდა, ყველაზე დაბალი ლიგიდან დაიწყო და აი, რამდენიმე დღის წინ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა...

 

გია ამისულაშვილი თელავში მატჩების მენეჯერი გახლდათ.