გორგაძისა და სუთიაშვილის წყვილი ლელო

ბორდო ლიდერია, ანგულემი პლეი ოფისთვის იბრძვის 

ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის ბორდომ ჩელენჯ კაპის გათამაშების მე-4 ტურში აჟენს უმასპინძლა და 33:6 სძლია. შედეგად ჩვენებურთა გუნდი 17 ქულით C  ჯგუფში გალიდერდა. გორგაძემ, რომელმაც სრულდა ითამაშა 63-ე წუთზე ლელო გაიტანა.

 

ტაბიძე მოედანზე 53-ე წუთიდან გამოჩნდა, ყაულაშვილი განაცხადში არ იყო.

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში შალვა სუთიაშვილისა და ლუკა გოგინავას ანგულემმა შინ მიიღო პროვანსი და 19:15 დაამარხცა. სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა 64-ე წუთზე ლელო გაიტანა. გოგინავა თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და მე-80 წუთზე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა. ანგულემი პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.