შენგელია MVP - ბასკონიამ მურსია დაამარცხა!

ჩვენებური გუნდში ისევ საუკეთესოა 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას ბასკონიამ. ქართველის გუნდი მურსიას სტუმრად ეთამაშა  და  86:75 დაამარცხა.

 

შენგელია შეხვედრის MVP გახდა. მან პარკეტზე 35 წუთზე მეტი გაატარა, აქტივში კი 19 ქულა, სამი მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და მარგი ქმედების კოეფიციენტში +21 ჩაიწერა.

 

ახლა, ბასკონია  20 ქულით მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჩვენებურის გუნდი სან პაბლო ბურგოსის წინააღმდეგ შინ ჩაატარებს.