საუკეთესო

ჩომახიძემ დაიწყო გზა, რომელიც გაიარა, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო გახდა.

რეზო ჩომახიძე იუბილარია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი წყალბურთში.

მოთამაშე, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ სპორტში ერთადერთია, ვინც გუნდურ სახეობებში ევროპაში საუკეთესოდ დაასახელეს.

ერთადერთი, რომელიც ყოველთვის ფორმაში იყო.

და, ალბათ, ერთადერთი, რომელსაც ერიდებოდნენ, თავს უხრიდნენ და უდიდეს პატივს სცემდნენ.

რეზოსთან ერთად მოუმატა ნაკრებმაც. ჯერ, როგორც მოთამაშის და შემდეგ - როგორც მწვრთნელის ამბებში.

ჩომახიძემ დაიწყო გზა, რომელიც გაიარა, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო გახდა და ბევრისთვის რეზო ლეგენდაა.

ისე, რატომ, ბევრისთვის? ალბათ, ყველასთვის.

სიბრძნე, გამოცდილება და აურა, რაც რეზოს ყოველთვის გასაცემი აქვს. ამ თვისებებით ჩომახიძე იღებს ავტორიტეტს და ნდობას. მოთამაშეების ნდობას.

რეზო დღეს იუბილარია და რეზო ჩვენი ლეგენდაა.

საუკეთესო.