ქართველების გოლები ევროპაში - კიტეიშვილი და ლობჟანიძე (ვიდეო)

მშვენიერი დღე ქართველებისთვის

პოლონეთის მე-18 ტურში შტურმი გასვლაზე ლასკს შეხვდა. რა თქმა უნდა, ძირითადში ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც მატჩის 24-ე წუთზე მისი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა, თუმცა გრაცელებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ - 3:3 დასრულდა. 

 

ოთარისთვის ეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე გოლი იყო. 

 

 

დანიის სუპერლიგის მეოცე ტურში რანდერსმა ესბიერგი მიიღო და 3:0 დაამარცხა. ანგარიში საბა ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა.

 

ამ გამარჯვებით რანდერსი 30 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა. 

 

ლობჟანიძეს კი დანიის სუპერიგაში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.