სუპერლიგა. X ტური. საუკეთესოები

რუსთავი შემადგენლობით მაინც ფავორიტია. დამსახურებული აღიარება გამყრელიძეს.

პირველი წრე დაიხურა. თსუ ყველაზე სტაბილური, ყველაზე მთქმელი გუნდია. დინამოსთან იყო პრობლემები, დინამომ -20 ბოლო მეოთხედში ოთხ ქულამდე დაქაჩა, მაგრამ თსუ იგებს და გუნდმა 8:2 დასვა. სოლიდური შედეგი. მისაბაძიც.

გავიაროთ საუკეთესოები.

კორი სპენსი (ტიტები) – 22 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა ურთულეს გარჩევაში. 12/7 თამაშიდან, 12/7 საჯარიმო - სოლიდური სტატისტიკა. და, ტიტებმა ცუდი სერია მოკლა.

დევიდ მაკფარლანდი (თსუ) – 22 ქულა, სიმშვიდე და სოლიდური დაცვა. ის აგდებდა მაშინ, როდესაც უნდა ჩაეგდო და ბიჭმა მწვრთნელს გაუმართლა. ძალიან კარგი მოთამაშე.

მიხეილ ჭოჭუა (კაქტუსი) – 21 ქულა ქუთაისთან ჩეხვაში. ვეტერანი კარგ სეზონს ატარებს და მთლიანობაში, გუნდის არასტაბილური თამაში მას ყველაზე ნაკლებად ეხება. კაქტუსი მოუმატებს. ჭოჭუაც.

კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი) – 33 ქულა და 12 მოხსნა. მკვლელი მონაკვეთი და 9 ქულა ბოლო მეოთხედში, როდესაც მგზავრები იგებდა და ოლიმპმა დაიწყო დაბრუნება. კახა ერთხელ უკვე გახდა ტურის საუკეთესო.

ვახტანგ ქადარია (ვერა) – 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება ცხუმ-აფხაზეთთან. ირაკლი ხოშტარია ხანდახან ორმაგი ცენტრით თამაშობს, მაგრამ ქადარია ყველა ხუთეულში კომფორტულად ზის.

საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გამყრელიძე (ტიტები). რუსთავი ბევრს აგებს და იდეაში, რატომ იმ გუნდის მწვრთნელი, რომელიც ისედაც არასტაბილურ მოწინააღმდეგეს უგებს? იმიტომ, რომ - რუსთავში. და, რუსთავი შემადგენლობით მაინც ფავორიტია. დამსახურებული აღიარება გამყრელიძეს.

საუკეთესო მოთამაშე - ვახტანგ ქადარია (ვერა). ვეტერანი, რომელიც კარგად იწყებს ამ სეზონს. ქადარიას აქვს გამოცდილება და კლასი. და, ვერასთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი დიდი კომპლიმენტები ქადარიას. სეზონი - 14.9 ქულა, 6.9 მოხსნა. ბრავო!

 

ფოტო: www.gbf.ge