ფლეი ოფისთვის ორი იბრძვის

ქართველების ბრივს გმირობის ტოლფასი გარჯა მართებს

ჩელენჯ ქაფის გათამაშების მეოთხე ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან წაუგებლად მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის ტულონი ასპარეზობს, რომელმაც სტუმრად შეძლო ინგლისური ლონდონ აირიშის დამარცხება - 26:20. ამ შეხვედრაში მხოლოდ გიგაშვილმა ითამაშა, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. ტულონს შესანიშნავი შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს.

 

პირველ ადგილზეა ჯგუფში ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდო, რომელმაც ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთში წააგო. ჩვენბურთა გუნდმა შინ აჟენი დაამარცხა 33:6. სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გადაწყდება შეძლებენ თუ არა ბორდოელები ფლეი ოფში პირველი ადგილით გასვლას.

 

მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვს ვასილ ლობჟანიძის, კარლენ ასიეშვილის, ლუკა ჯაფარიძის, ვანო კარკაძის, სოსო ბეკოშვილის, ოთარ გიორგაძისა და თედო აბჟანდაძის ბრივს. ჩვენებურთა გუნდმა დარჩენილი ორი შეხვედრა პრემიალური ქულით უნდა მოიგოს და შესაძლოა როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში მოხვდეს. ეს კი, ბრიველებისთვის ურთულესი ამოცანაა.