ჩემპიონთა ლიგაში 1/8 ფინალისტები დააწყვილეს

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, მეტ-ნაკლებად თანაბარი წყვილები მივიღეთ

 

დღეს, 16 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. კენჭისყრის შედეგად რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ, მაგალითად რეალი - სიტი. საბოლოოდ 1/8 ფინალისტები შემდეგნაირად დალაგდნენ.

 

ატალანტა - ვალენსია

 

ატლეტიკო - ლივერპული

 

ჩელსი - ბაიერნი

 

 

დორტმუნდი - პსჟ

 

ლიონი - იუვენტუსი

 

ნაპოლი - ბარსელონა

 

რეალი - სიტი

 

 

ტოტენჰემი - ლაიპციგი

 

აქვე გეტყვით, რომ 1/8 ფინალის პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 10-11 და 17-18 მარტს.