ფიბამ ევრობასკეტ 2021-ის ლოგო წარადგინა

ფიბამ ევრობასკეტი 2021-ის ოფიციალური ვიდეოც უჩვენა გულშემატკივრებს

ფიბამ ევრობასკეტ 2021-ის ოფოციალური ლოგო წარადგინა. შეგახსენებთ, რომ 2 წლის შემდეგ ევროპირველობას ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად საქართველოც უმასპინძლებს.

 

ლოგო კომპანია Twelfthman-მა შეიმუშავა. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა მუშაობისას აქცენტი კალათბურთის ქომაგებზე და სოციალური ქსელის ელემენტებზე გააკეთეს.

 

ფიბამ ოფიციალურ ლოგოსთან ერთად აღნიშნული ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვიდეოც უჩვენა გულშემატკივარს, რომელიც დაახლოებით 1 წუთი გრძელდება

 

 

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 2-დან 19 სექტემბრამდე გასტანს.