სპორტის სასახლიდან ევროპამდე

ევროპაში ბევრი კარგი ცენტრია. და, გიორგი შერმადინი საუკეთესოა. 

გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. ესპანეთში გიო დომინირებს.

ჩვეულებრივ, საინტერესო, აზრზე მოსულ ტენერიფეში შერმადინი კლავს. ყველას. კლავს ინტელექტით, კლავს გამოცდილებით და გიორგი დღეს კარიერის პიკზეა.

17.7 ქულა. ალბათ, ეს მაჩვენებელი ოდნავ გაიზრდება.

6.3 მოხსნა. მისაღებია. და, მოხსნებშიც მეტს ავიღებთ.

23.4 – საუკეთესო მოთამაშის (MVP) რეიტინგში. გიოს მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩი უსწრებს.

საქართველოს ნაკრები დღეს თორნიკე შენგელიას და გიორგის კლასზეა. სხვებიც მაგარი მონდომებულები არიან, მაგრამ დაუნდობელი თოკო და ეფექტური გიო იგებენ.

ზაზა ფაჩულიას შემდეგ, ნაკრები სხვა კალათბურთზე ზის. მეტი პასი. უფრო სწრაფი ტემპი. ნაკლებად პოზიციური ჩეხვა. ნაკრები შეიცვალა და თუ ზაზას სამწამიანში ერიდებოდნენ და უფრო გარედან ისროდნენ, ამ ნაკრებს არ ერიდებიან, მაგრამ ეს ნაკრებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა.

ზაზა შეუცვლელია. უბრალოდ, დღეს ნაკრების სამწამიანში გიორგი პატრულირებს და თითქმის ყოველთვის, ის იგებს.

ევროპაში ბევრი კარგი ცენტრია. და, გიორგი შერმადინი საუკეთესოა.

გზა, რომელიც ჩვენმა ბიჭმა სპორტის სასახლიდან, ჩვენი კოლეგის (და, მეგობრის) ჯამლეტ ხუხაშვილის ყურადღებით და სითბოთი დაიწყო.

და, გზა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.