წასვლის დროა

იანგი ბარგს ალაგებს

სეზონის დასრულების შემდეგ ეშლი იანგი მანჩესტერს დატოვებს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება. ცნობილია, რომ ინგლისელს მანკუნიელებთან კონტრაქტი ეწურება და წითელი ეშმაკები მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

 

იანგით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული, გამოცდილი ფეხბურთელის დამატება სხვა უცხოურ კლუბებსაც სურთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტილებას მიიღებს 34 წლის ფეხბურთელი.

 

იანგი მანჩესტერში 2011 წლის ზაფხულში ასტონ ვილადან გადავიდა. იგი თავიდან მუდმივად ძირითადში იყო, თუმცა შემდეგ ფეხბურთელის სათამაშო დრომ იკლო. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელი ეშლის ხშირად მცველადაც ათამაშებდნენ.