გენტი: ჩაკვეტაძის თემა თავიდანვე დავხურეთ

უცხოურ პრესაში გენტის გენერალურ დირექტორთან, მიშელ ლუვაჟისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. როგორც იცით, ბელგიური გენტი იტალიის რომას შეხვდება ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალში.

რომა კი ის კლუბია, რომელიც შარშან ბელგიური გუნდის ორი ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობდა: საუბარია გიორგი ჩაკვეტაძეზე და რომან იარემჩუკზე.

 

ლუვაჟის ამ თემაზეც ჰკითხეს:

 

„სიმართლე გითხრათ, რომასთან კარგა ხანია არ გვილაპარაკია. ჩაკვეტაძეზე თავიდანვე დავკეტეთ კარი, რადგან ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელის მალე გაყიდვა არ გვსურდა. რაც შეეხება იარემჩუკს, ამ ზაფხულს რომასგან მართლაც იყო ინტერესი, თუმცა რომანი შევინარჩუნეთ. სხვათა შორის, უკრაინის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ანდრეი შევჩენკოს დავუკავშირდით. შევჩენკოსაც სურდა, რომ იარემჩუკი გენტში დარჩენილიყო და ეთამაშა. რომაში კი, ედინ ჯეკოსთან კონკურენციაში ნაკლები დრო ექნებოდა“.