ვანდა: პსჟ? მაურო ინტერის ერთგულია

იკარდის მეუღლემ აქამდე უცნობი დეტალები გაამხილა

პსჟ-ის ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ განაცხადა, რომ მისი ქმარი იუვენტუსში არ გადავა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევი პარიზელთა შემადგენლობაში იჯარის წესით იცავს.

 

"მაურო იუვენტუსში არ გადავა. მან პსჟ იმიტომ აირჩია, რომ ინტერისთვის არ ეღალატა. ვინ გააძევა ის ინტერიდან? ვერ გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ის დიდ კლუბში აღმოჩნდა, მაურო ბედნიერია პარიზში. რაც შეეხება მინო რაიოლას, მან ბევრჯერ დამირეკა - როგორც ვიცი, მას სურს, რომ მაურო მისი კლიენტი გახდეს", - თქვა იკარდის მეუღლემ.

 

მიმდინარე სეზონში არგენტინელი ფორვარდის ანგარიშზეა 16 შეხვედრაში 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.