იტალიამ საქართველოს შანსი არ დაუტოვა - 14:3

იტალიამ შანსი არ დაგვიტოვა

წყალბურთში, მსოფლიო ლიგის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში იტალიას ესტუმრა. სამ გუნდიან ჯგუფში (ჩვენთან ერთად საბერძნეთიცაა) ფლეი ოფში ორი გუნდი გადის. ფავორიტებად მასპინძლები ითვლებოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც. ოთხივე მეოთხედი მოგვიგეს და გამანადგურებელი ანგარიში - 14:3 დააფიქსირეს. 

 

საქართველოს ნაკრები 11 თებერვალს საბერძნეთს შეხვდება და იქ გაირკვევა ის მეორე გუნდი, რომელიც იტალიასთან ერთად ჯგუფიდან გავა. ფავორიტი ახლაც მეტოქეა, მაგრამ არც ისეთი გამოკვეთილი, როგორიც ეს იტალიის შემთხვევაში იყო.