პაპუნაშვილმა სარაგოსას მოაგებინა

24 წლის ნახევარმცველმა ესპანური გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

ესპანეთის თასზე 1/64 ფინალური მატჩები გაიმართა. ერთერთ მათგანში სარაგოსა, რომლის ღირსებასაც გიორგი პაპუნაშვილი იცავს, სოკუელამოსს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ეს ერთადერთი გოლო სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა.

 

პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩი და 1 გოლია.