სანე ვეღარ ითმენს

სიტის შემტევს სამშობლოში დაბრუნება სურს

ლეროი სანემ იანვარში შესაძლოა სიტი დატოვოს და მიუნხენის ბაიერნის მაისურა მოირგოს. ამის შესახებ Bild-ი იუწყება. აღსანიშნავია, რომ ქალაქელთა დატოვებით თავად ფეხბურთელია მოწადინებული.

 

არახალია, რომ ბაიერნს დიდი ხანია, რაც სანეს გადაბირება სურს. რეკორდმაისტერებმა ფეხბურთელის შეძენა ზაფხულშიც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ცნობილია, რომ გერმანული გრანდი სანეს ყიდვას იანვარშიც შეეცდება.

 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელამა აგვისტოში მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ იანვარში სრულად გამოჯანმრთელდება. სანე სიტიში 2016 წლის ზაფხულში შალკედან გადავიდა. წინა სეზონში გერმანელმა შემტევმა 47 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.