ენისეის ქართველები მოწინავეთა შორის

გაჩეჩილაძე და სუხაშვილი ჩელენჯ კაპზე საუკეთესოები არიან

კრასნოიარსკის ენისეი, რომელშიც ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს, ჩელენჯ კაპის გათამაშებაში წარუმატებლად ასპარეზობს. ჩვენებურთა რუსულმა გუნდმა ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო.

 

თუმცა, ეს ხელს არ უშლის იქ მოთამაშე ქართველებს საუკეთესოთა შორის იყვნენ. ასე მაგალითად, მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ოთხ მატჩში 68 ბოჭვა გააკეთა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ჩელენჯ კაპზე მოასპარეზე მორაგბეებს შორის. მან საკმაოდ დიდი სხვაობით მოიტოვა უკან აჟენის, ბრივის, ბრისტოლისა  და სტად ფრანსეს მბოჭავები.

 

ამასთან ერთად, გაჩეჩილაძე საუკეთესოა ბურთის წაღებაშიც. ეს მანმ 53-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ენისეის კიდევ ერთი მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი მეორე ადგილზეა მეტოქისთვის ბურთის ართმევაში. ეს მან ხუთჯერ შეძლო. არადა, მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.