მარადონა მესიზე: ის ბავშვივით ტიროდა

ლეგენდარულმა არგენტინელმა თანამემამულეზე ისაუბრა

დიეგო მარადონამ მესის სანაკრებო კარიერაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ლეგენდარულმა შემტევმა ჟურნალისტების კითხვას, როგორია მესის დამოკიდებულება ეროვნული გუნდისადმი, პასუხი გასცა.

 

" ერთხელ საკუთარი თვალით ვიხილე - ის გასახდელში ტიროდა, რა დროსაც დანარჩენები უკვე თვითმფრინავის შემდეგ რეისზე ფიქრობდნენ. 5 წლის ბავშვივით, ლეო ცრემლებს ვერ იკავებდა. ეროვნული გუნდი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - თქვა მარადონამ.

 

ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს. მის ანგარიშზეა 138 შეხვედრაში გატანილი 70 გოლი.