პეპი: რეალი ლიგის მეფეა

ესპანელმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანზეც ისაუბრა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარ კოლეგაზე - ზინედინ ზიდანზე და მის გუნდზე, მადრიდის რეალზე ისაუბრა.

 

"ჩვენთვის ეს ურთულესი გამოცდა იქნება. რეალი ამ ტურნირის მეფეა, ხოლო ზიდანი - განსაკუთრებული ადამიანი, რომელთან თამაშზეც ვოცნებობდი. როდესაც ბარსელონა დავტოვე, იუვენტუსში გადასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მასთან საუბრის საშუალება ბევრჯერ არ მქონია - ალბათ სულ 3-4-ჯერ მელაპარაკე. ის წარმოუდგენელი ადამიანია. მის ადგილას, ელ კლასიკოს წნეხს ასე მარტივად ვერ გავუძლებდი. მისით აღფრთოვანებული ვარ. კარგია, რომ ფეხბურთში ასეთი პროფესიონალები გვყავს", - თქვა სიტის თავკაცმა.

 

შეგახსენებთ, რომ სიტი - რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.